Monday, July 23, 2018

გაკვეთილის გეგმა - ვიტამინები




მთავარი თემა
საკვების ენერგეტიკული ღირებულება ,საკვებში ენერგიის განსაზღვრა ,ადმიანის მოთხოვნილება ენერგიაზე
მნიშვნელობა /აქტუალობა
ვიტამინის როლი  ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიღრმავებენ ცოდნას დაბალანსებული კვების შესახებ .მიიღებენ ინფორმაციას  კვების დარღვევის შედეგად გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებით
მიზნები და შედეგები
ბიოლ:X.7 მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვებისა მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა განვითარებისათვის  და ენერგიის უზრუნველსაყოფად .შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
.ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიის მომარაგებისათვის
.იკვლევს საკვების შედგენილობას კვებით ღირებულებას და ენერგიის შემცვლელობას აანალიზებს დაბალანსებული კვებით რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის
.მსჯელობს დაბალანსებულ კვებაზე
ძირითადი თემატური ერთეულები
კვების მნიშვნელობა  ცოცხალი ორგანიზმისათვის ,ვიტამინები და მნიშვნელობა.
წინარე ცოდნა
ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ,ვიტამინების როლი  ცოცხალი ორგანიზმისათვის
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი  შეფასების ინსტრუმენტები;განმავითარებელი  კომენტარი,მოსწავლეთა  თვითშეფასება:განმსაზღვრელი შეფასება
სასწავლო მასალა და ტექნიკური
დაფა ,ცარცი,მოსწავლის სახელმძრვანელო ბიოლოგიაX კლასინ.იოსებაშვილი ნ.ზაალიშვილი .მასწავლების მიერ შექმნილი სქემა .პროექტორი ვიდეო კოლაჟი,პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა
             A ფაზა (გამოწვევა)-შესავალი ნაწილი დრო 10 წთ.
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და ამოიკითხავს სიას (2წთ)
აქტივობა 1. კითხვა-პასუხი (5 წთ)
აქტივობის მიზანი :
  მოსწავლეებში  წინარე ცოდნის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის აღწერა : კლასს დავუსვამ კითხვებს რომელთა საშუალებითაც ისინი  გაიაქტიურებენ ცოდნას  კვების თავისებურებების შესახებ, საკვებში რთული ორგანული ნივთიერებების ( ცილები, ცხიმები, ნახშირწყლების) შემცველობაზე , ბარიერის გადასალახად მათი დაშლის აუცილებლობაზე , რათა  ორგანიზმმა ისინი ადვილად შეიწოვოს.
კითხვები 1 : რატომ არის კვება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
2 : რომელია ის ორგანული ნივთიერებები რომელთაც ჩვენი ორგანიზმი კვების შედეგად იღებს ?
3 : რატომ ვერ ითვისებს საკვები ნივთიერებების უმრავლესობას ორგანიზმი წინასწარი გადამუშავების გარეშე ?
 სავარაუდო პასუხები :
1. კვება იმიტომ არის ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი რომ მისი საშუალებით ცოცხალი ორგანიზმი იღებს მისთვის საჭირო ენერგიას.
2 . ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და წყალი.
3 . იმიტომ რომ უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებების დაშლა უფრო მარტივ ნივთიერებებად, რომელიც წყალში გაიხსნება და ორგანიზმისთვის ადვილი შესათვისებელი იქნება.
აქტივობა 2 - ასოციაციური რუკა „ვიტამინები“ (3 წთ)
აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება მოტივაციის ამაღლება
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე უწერს
                                  
K-აჩქარებს
სისხლის შედედებას
                  
D- ვიტამინის
               უკმარისობა რაქიტი    
A-ვიტამინი      B-ვიტამინი ბერი- ბერი
                                                       ქათმის სიბრმავე

                                    


აქტივობა 3გონებრივი იერიში ;
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიხსენონ ვიტამინების როლი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კლასს მიმართავს  ინსტრუქციით: სასწრაფოდ გაიხსენონ ვიტამინებზე ასოციაციური რუკის მიხედვით, თუ რა დაავადებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში  თითოეული მათგანის ნაკლებობა.
ბოლოს აკეთებენ დასკვნას ,რომ ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ცილების,ცხიმების,ნახშირწყლების და მინერალური მარილების გარდა ძალზე მცირე რაოდენობით აუცილებელია დაბალმოლეკულური ნივთიერებები ვიტამინები, რომ  მეტაბოლური პროცესები უკეთ  წარიმართოს უჯრედში.

 
B ფაზა (გაღრმავება)
აქტივობა 3 . მინი ლექცია დაბალანსებულ კვებაზე  (3წთ)
აქტივობის მიზანი :  მოსწავლეებმა  ლექციის დახმარებით გაიღრმავონ  ცოდნა დაბალანსებული კვების შესახებ

ორგანიზების ფორმა მთელი კლასი
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი წარმოადგენს მინი ლექციას თემაზე: „დაბალანსებული კვება“.
ლექციის შინაარსი : ჯანმრთელები რომ ვიყოთ, მნიშვნელოვანია, სწორად ვიკვებოთ; უნდა არსებობდეს  წონასწორობა საკვებით  მიღებულ  ენერგიასა  და დახარჯულ ენერგიას შორის,  ანუ ენერგიის ბალანსი. უნდა მივიღოთ საკვები ნივთიერების განსაზღვრული რაოდენობა განსაზღვრული თანაფარდობით, რასაც   საკვები ნივთიერებათა ბალანსი ჰქვია.
ასევე მასწავლებელი აჩვენებს რომელიმე პროდუქტის ეტიკეტზე ციფრს, რომელიც შეესაბამება მოცემული პროდუქტის 100 გრამ კალორიულობას. თუ ვიცით ეს სიდიდე,  ადვილია ,გამოვიანგარიშოთ რამდენ ენერგიას მივიღებთ ამ პროდუქტის მიღების შედეგად.
აქტივობა 4 : ვიდეო-კოლაჟის ჩვენება და მის შინაარსთან დაკავშირებით კითხვარების შევსება.
აქტივობის მიზანი : მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია კვების დარღვევის შედეგად გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებით,  ჩაინიშნონ ძირითადი საკითხები, სწორი თანმიმდევრობით დაალაგონ ისინი და  მათ  კითხვარებში  დაუკავშირონ დაავადებებს შესაბამისი  სიმპტომები.
ორგანიზების ფორმა : მუშაობა წყვილებში
აქტივობის აღწერა : ვიდეო-კოლაჟის ჩვენების დროს მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ დავალებას,  რომლის მიხედვითაც მოსწავლეები უკავშირებენ დაავადებებს და სიმპტომებს ერთმანეთს. მასწავლებელი დავალების დასრულების შემდეგ დაფაზე წარმოადგენს სწორად შესრულებული დავალების მოდელს.
დავალება :
ა) კვაშიორკორი      ბ)კახექსია კუნთების გამოფიტვა იმუნიტეტის დაქვეითება
გ)ანორექსია            დ)ბულემია საკვების მიღება შემდეგ კუჭის ამორეცხვა,   სიმსუქნე
1.წონის კატასტროფულად შემცირება .ფსიქოლოგიური შიში
2. განსაკუთრებით ნერვიულობისას დიდი რაოდენობით საკვების მიღება
3. ცილების ნაკლებობის გამო შეუხორცებელი პიგმენტური წყლულები მუცლის შებერვა გონებრივი ჩამორჩენილობა.
4.ზოგადი გამოფიტვა ზრდის შეჩერება კუნთების განლევა სახის კანის დანაოჭება იმუნიტეტის დაქვეითება







სწორად შესრულებული დავალების მოდელი :

3
4
1
2


C ფაზა ( გამთლიანება ) დასასრული შემაჯამებელი ნაწილი
აქტივობა 5 : კითხვა-პასუხის აქტივობა თემაზე: „ დაბალანსებული კვების პირამიდა“.
აქტივობის მიზანი : გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამთლიანება
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ილუსტრირებულ ნახატს, რომელზეც ნაჩვენები იქნება დაბალანსებული კვების პირამიდა, რომლის  დახმარებითაც მოსწავლეები გაეცნობიან დაბალანსებული კვების ძირითად საფეხურებს.
   პირამიდის ძირში მოთავსებულია წყალი, რადგან ისინი ნებისმიერი რაციონის საფუძველია, შემდეგ -ხილი და ბოსტნეული, შემდეგ- მარცვლეული პროდუქტი, შემდეგ- ხორცი და მისი პროდუქტი, ასევე რძე და რძის პროდუქტი, ხოლო ბოლო ჯგუფი- ცხიმები და ტკბილეული.
ილუსტრაციის განხილვის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან ,გასცენ პასუხი კითხვებს, რომლებიც მოცემული იქნება დაფაზე:
1. რა მოხდება, თუ დაირღვევა დაბალანსებული კვების პირამიდის საფეხურები ?
2 . რამდენად დასაშვებია მოზარდისათვის ვეგეტარიანელობა?
 აქტივობა 6 :  საშინაო დავალების  პირობის ახსნა  (2წთ)
აქტივობის მიზანი : გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამთლიანება და პრაქტიკაში მიზნობრივად გამოყენების უნარ ჩვევის განვითარება.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მიღებული, ცოდნიდან გამომდინარე,  შეასრულონ დავალება  თემაზე:  „ჩემი ერთი დღის დიეტა“ და თან  შეახსენებს   განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებს,  რომელთა დახმარებითაც უნდა შემოწმდეს საშინაო დავალება .